07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის პირველი პოსტის დასაკავებლად კანდიდატები 4 პოლიტიკური პარტიიდან იბრძვიან, მათ შორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შავკატ მირზიეევი. სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ არჩევნებში გამარჯვებას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროცესი უკვე გამოაცხადა შემდგარად, რადგან დილის 11:00 საათისთვის მასში მონაწილეობა ამომრჩევლის 33 პროცენტზე მეტს მიღებული ჰქონდა.

უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი 79 წლის ასაკში სექტემბრის დასაწყისში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.




დღის ამბები