07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
რეფერენდუმი იტალიაში - მოსახლეობა თუ რეფორმას მხარს არ დაუჭერს, პრემიერი გადადგომას აპირებს

იტალიელები პრემიერის ბედს წყვეტენ. ქვეყანაში დღეს მატეო რენცის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო რეფერენდუმი მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რეფორმას მხარს არ დაუჭერს, პრემიერი გადადგომას აპირებს.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, რენცი რეფერენდუმში, სავარაუდოდ, დამარცხდება და თანამდებობის დატოვება მოუწევს, რასაც ანალიტიკოსების ნაწილი, თავისი მნიშვნელობით, ბრექსითსა და შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის მოულოდნელ გამარჯვებას ადარებს.

რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი სენატის შემადგენლობის შემცირება და საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის უფლებამოსილების შეზღუდვაა, რაც ოპონენტების მტკიცებით, პრემიერის ძალაუფლებას გაზრდის.


დღის ამბები