07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
რუსული აგრესიის პირობებში აშშ საკუთარი მოკავშირეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს - პენტაგონის ხელმძღვანელი

რუსული აგრესიის პირობებში შეერთებული შტატები საკუთარი მოკავშირეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. განცხადება ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა კალიფორნიაში, ეროვნული თავდაცვის შესახებ გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

ეშტონ კარტერის თქმით, შეერთებულ შტატებს არ სურს რუსეთი მოწინააღმდეგედ განიხილოს, თუმცა დაიცავს თავის მოკავშირეებს და მსოფლიო წესრიგს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რუსეთი ბირთვულ მუქარასა და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებშიც დაადანაშაულა, სირიის მიმართ მოსკოვის პოლიტიკას კი კონტრპროდუქტიული უწოდა.

 

დღის ამბები