07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ავსტრიაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ავსტრიაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ერთმანეთს ორი კანდიდატი უპირისპირდება: მწვანეთა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ალექსანდრე ვან დერ ბელენი და ულტრამემარჯვენე პარტია თავისუფლების ლიდერი, ნორბერტ ჰოფერი.

თავდაპირველად, არჩევნები ავსტრიაში მაისში ჩატარდა. მაშინ მეორე ტურში გამარჯვება ბელენმა მოიპოვა, თუმცა მისმა კონკურენტმა ჰოფერმა, რომელმაც ხმების მხოლოდ 1%-ზე ნაკლები მიიღო, შედეგები ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ კი მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.

გამარჯვების შემთხვევაში ჰოფერი ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველი ულტრამემარჯვენე მმართველი გახდება.

 

დღის ამბები