07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი მიიღო. ეიტან ნაემ თურქეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ცერემონია ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

2010 წლის შემდეგ ეიტან ნაე პირველი დიპლომატია, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს.

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები ფლოტილიას სკანდალის გამო დაიძაბა. გემზე, რომელიც ღაზის სექტორის ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, სპეცრაზმის შტურმისას თურქეთის 9 მოქალაქე დაიღუპა.

6 წლიანი უთანხმოება მხარეებმა მიმდინარე წლის ზაფხულში დაარეგულირეს და დიპლომატიური მისიების მუშაობის განახლებაზე შეთანხმდნენ.

თურქეთის ახალი ელჩი ისრაელში თელ ავივში მუშაობას 12 დეკემბრიდან შეუდგება.

დღის ამბები