03 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
კომპანია "რიდელმა" საფერავისთვის სპეციალური სასმისი შექმნა

საფერავს პირველად შეუქმნეს საკუთარი ჭიქა, რომელიც მხოლოდ ამ ჯიშის დაგემოვნებისთვის იქნება განკუთვნილი. კომპანია „რიდელი“ სასმისზე 3 თვის განმავლობაში მუშაობდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ საფერავისა და „რიდელის“ერთმანეთთან დაკავშირება ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე სახელს დაუმკვიდრებს. საფერავისთვის სასმისის შერჩევა ივნისში დაიწყო. კომპანია ”რიდელში” აცხადებენ, რომ მათი დაინტერესება, პირველ რიგში, ქართული ღვინის სიძველემ გამოიწვია და საფერავისთვის ბოკალის შექმნა დიდი პატივია.

ქართველმა მეღვინეებმა შარშან უცხოეთში საფერავის 30 მილიონი ბოთლი გაყიდეს. მათგან უმრავლესობა - რუსეთის ბაზარზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები