07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა  

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80 აღწევს.

სტიქია კუნძულ სუმატრას ჩრდილოეთ სანაპიროსთან მოხდა. 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ყველაზე მეტად აჩეჰის პროვინცია დააზარალა.

დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ზონაში, მძიმე ტექნიკის გამოყენებით, მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ხალხი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი.

ძლიერი ბიძგების მიუხედავად, ინდონეზიის სანაპიროზე ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.

დღის ამბები