07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს უახლოვდება

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს უახლოვდება. სტიქია კუნძულ სუმატრას ჩრდილოეთ სანაპიროსთან მოხდა. 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ყველაზე მეტად აჩეჰის პროვინცია დააზარალა.

დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის გამოყენებით, მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიის სანაპიროზე ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა, თუმცა ბიძგები რეგიონში ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები