07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
იოჰანეს ჰანი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისკენ მოუწოდებს

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას ტვიტერის საშუალების ეხმიანება:

"მივესალმები შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას. მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს, რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება" - ნათქვამია ჰანის განცხადებაში.

შეჩერების მექანიზმი ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ერთობლივ მოლაპარაკებაზე გუშინ საღამოს მიიღეს.

აქამდე სწორედ მისი არარსებობა უშლიდა ხელს უვიზო მიმოსვლის დაწესებას ევროკავშირსა და საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას შორის.

დღის ამბები