07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
იტალიის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. მატეო რენციმ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე გადასცა ქვეყნის პირველ პირს.

პრეზიდენტის რეზიდენციაში ის მას შემდეგ მივიდა, რაც სენატმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მიიღო.

დღეს საღამოდან იტალიის პრეზიდენტი დროებითი მთავრობის ფორმირების მიზნით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს.

მატეო რენციმ თანამდებობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 4 დღის წინ, იტალიის მოსახლეობამ საყოველთაო რეფერენდუმზე მის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

დღის ამბები