03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
5 სოფელი საქართველოში, სადაც ყველაზე გაჭირვებული ადამიანები ცხოვრობენ

P.S. მობილი 5 სხვადასხვა სოფელში ერთი წლის შემდეგ ხელმეორედ ჩავიდა. თითოეულ მათგანში ადრეც და ახლაც ”კურიერის” ჟურნალისტმა ის ადამიანები გადაიღო, რომლებსაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ გააჩნიათ და თავზე აწვიმთ.

გასულ წელთან შედარებით, მათ უმრავლესობაში მდგომარეობა გაუარესებულია. ადგილობრივები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათთვის ვერავინ ვერ იცლის, ისინი ვერც ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას ვერ იღებენ სახელმწიფოსგან. მათ შორის არის ის სამი ოჯახი, რომლებსაც სოფელ დვანში რუსული მავთულხლართების გამო საკუთარი საცხოვრებელი სახლების დაშლა მოუხდათ.

P.S.-ის მიერ გადაღებულ რესპონდენტებს იმედი არ აქვთ, რომ მომავალში რამე გამოსწორდება, თუმცა "რუსთავი 2-ს" მომავალ წელს მათთან სტუმრად ისევ ეპატიჟებიან. 

დღის ამბები