07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
რუსთაველმა სტუდენტებმა მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

სტუდენტების მგზავრობის ტარიფის გაძვირების გაპროტესტების მიზნით, მესამე დღეა რუსთავის მერიასთან იკრიბებიან. ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სტუდენტების თქმით, აქციებს სამგზავრო ტარიფის დაკლებამდე გააგრძელებენ.

მერის განცხადებით, რუსთავის მერიასთან მიმდინარე აქცია პოლიტიზირებულია და სტუდენტური ტარიფის გადახედვა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

მერიის წარმომადგენლები ტარიფის გადახედვის მოთხოვნით კერძო სამარშრუტო კომპანია ინტერტანსთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ.

დღის ამბები