07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
თურქეთმა იერიშები ისლამისტებსა და ქურთებზე მიიტანა

თურქეთის არმიამ ისლამური სახელმწიფოსა და ქურთი მებრძოლების პოზიციებზე იერიშების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.

თურქულმა თვითმფრინავებმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონში ისლამისტების 39 ობიექტი დაბომბეს, მათ შორის თავშესაფრები და იარაღის საწყობები. ავიაიერიშებს 4 მებრძოლიც ემსხვერპლა.

თურქეთის ავიაციამ შეტევა განახორციელა ერაყის ჩრდილოეთ რეგიონში ქურთების პოზიციებზეც. იერიშების შედეგად 19 ქურთი მებრძოლი დაიღუპა.

ოფიციალური ანკარის ცნობით, ქურთ მუშათა პარტიის მებრძოლები საზღვარზე თურქ სამხედროებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

დღის ამბები