03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
მეტროში დაღუპული ახალგაზრდა შარშან გარდაცვლილი ნინო გვასალიას ძმაა

გუშინ, 4 ოქტომბერს მეტრო 300 არაგველების სადგურზე დაღუპული ახალგაზრდა შარშან გარდაცვლილი ნინო გვასალიას ძმა გიორგი გვასალიაა. ნინო გვასალია ბაიკერებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მანამდე მას პოლიცია რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა.

მეორე შვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დედამ - ლალი ცინცაძემ თვითმკვლელობა სცადა და ძლიერმოქმედი პრეპარატების დიდი დოზა მიიღო. ბოლო ინფორმაციით, ის ინგოროყვას სახელობის კლინიკურ საავადმყოფში, რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს.  

დღის ამბები