07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
თურქეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ქურთების დაჯგუფება "თავისუფლების ქორებმა" აიღეს

თურქეთში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთების დაჯგუფება თავისუფლების ქორებმა აიღეს. დაჯგუფება ქურთების მუშათა პარტიას რამდენიმე წლის წინ გამოეყო და დამოუკიდებელ ჯგუფს წარმოადგენს.

ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მათ აღიარეს თავდასხმის განხორიცელება და დაადასტურეს, რომ მათი 2 მებრძოლიც დაიღუპა.

ბეშიქტაშის სტადიონის გარეთ მომხდარ აფეთქებებს სტამბოლში 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 155 კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში წუხელ ქვეყნის პრემიერმა მოინახულა.

მანამდე კი, უშიშროების სხდომა გამართა პრეზიდენტმა ერდოღანმა თუმცა, ოფიციალური კომენტარი აღარ გაუკეთებია.

დღის ამბები