07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ქალაქი პალმირა კვლავ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ხელში გადავიდა

სირიის ისტორიული ქალაქი პალმირა კვლავ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ხელში გადავიდა. ტერორისტები ქალაქში ორი დღის წინ შევიდნენ და ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, მისი აღება შეძლეს.

მათ შეჩერებას რუსეთი ავიადარტყმებით ცდილობდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკან დაახევინა. თუმცა, საბოლოოდ ISIS-ის მებრძოლებმა ქალაქის დაკავება შეძლეს.

სირიის სამთავრობო ძალები პალმირის შემოგარენში პოზიციებს ამაგრებენ და ხელახალი შეტევის დასაწყებად ემზადებიან.

დღის ამბები