07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ოქროს გლობუსის ნომინანტების ვინაობა გამოვლენილია

ოქროს გლობუსის ნომინანტების ვინაობა გამოვლენილია. კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი "ლალა ლენდი" დაჯილდოების ცერემონიაზე, ყველაზე მეტ, 7 კატეგორიაში წარადგინეს.

მიუზიკლის ავტორი დემიან შაზელი ერთ-ერთ იმ 5 რეჟისორს შორის არის, რომელიც წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის ცერემონიაზე სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ მერილ სტრიპსაც.

ოქროს გლობუსის რიგით 74-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 8 იანვარს გაიმართება. შოუს ცნობილი ტელეწამყვანი ჯიმი ფელონი გაუძღვება.

დღის ამბები