07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტში15 დეკემბერს გაიმართება

შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტის სესიაზე 15 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

ვიზალიბერალიზაციის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებლის, მარია გაბრიელის თქმით, ევროპა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისგან გათავისუფლებაზე მუშაობის ფინალურ ფაზაში გადადის.

"საბოლოოდ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის, არა მხოლოდ მობილურობის, არამედ ევროკავშირთან პოლიტიკურად დაახლოების თვალსაზრისით კეთდება,"- განაცხადა მარია გაბრიელმა.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ  განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან ერთად ამოქმედდება. ამ საკითხზე კი სავარაუდოდ იანვარში იმსჯელებენ.

დღის ამბები