07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
ალეპოში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, აშშ და გაერო კი სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ

რუსეთმა ალეპოში საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა. მასობრივი დაბომბვის შემდეგ ქალაქი სირიის სამთავრობო ძალების კონტროლის ქვეშაა, თუმცა მოხალისეები ამ დრომდე ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.

გახსნილია დერეფნები მოსახლეობის ევაკუაციისთვის. გავრცელებული ცნობით ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც სირიის სამთავრობო ძალების ხელში გადავიდა, 100 ათასამდე ადამიანი რჩება. ქალაქში იმყოფება 1500-მდე ამბოხებულიც.

შეერთებული შტატებიც და გაეროც ალეპოში მიმდინარე სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმთან ერთად რუსეთს აკისრებს. ამერიკის ელჩმა მოსკოვის ქმედებებს "სამარცხვინო" უწოდა.

"ეს თქვენი ხაფანგია, გაეროს სამი წევრი კი ხელს უწყობს ხალხის ხაფანგში მოქცევას. უნდა გრცხვენოდეთ, მაგრამ ამის ნაცვლად როგორც ჩანს ეს ყველაფერი გამბედაობას გმატებთ. ახლა მეორე შეტევას გეგმავთ, ნუთუ მართლა არ გაქვთ სირცხვილის უნარი. არანაირი ბარბაროსობა, არც ბავშვების სიკვდილით დასჯა არ იწვევს ჟრუანტელს თქვენში?"-განაცხადა აშშ-ს ელჩმა გაეროში, სამანტა პაუერმა.

ავტორი:თამარ ჭავჭავაძე. 

 

 

დღის ამბები