07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები-ფორბსის რეიტინგი

2016 წლის მიწურულს ჟურნალმა ფორბსმა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა.

სიის სათავეში უკვე მეოთხედ, ვლადიმერ პუტინი მოხვდა. სიის ავტორების აზრით, უკვე ოთხი წელია მოსკოვიდან სირიამდე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით, პუტინი ყოველთვის იღებს იმას რაც სურს.

მეორე ადგილზე შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, ხოლო მესამეზე - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

პირველ ხუთეულში მოხვდა ჩინეთის ლიდერი და რომის პაპი. წლევანდელ სიაში ყველაზე ახალგაზრდა და გავლენიანი ადამიანი ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგია, რომელმაც მეათე ადგილი დაიკავა.

დღის ამბები