07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ობამა ალეპოში მიმდინარე პროცესზე სრულ პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმს, რუსეთსა და ირანს აკისრებს

ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე ბარაკ ობამა სრულ პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმს, რუსეთსა და ირანს აკისრებს.

განცხადება მან ბოლო პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის რაგნში გამართა.

ობამას განცხადებით, რუსეთისა და ასადის მტკიცების მიუხედავად, ალეპოში ათობით ათასი ადამიანი რჩება. მათი უსაფრთხო ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარება კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ უნდა უზრუნველყოს.

ბარაკ ობამამ ოპონენტების კრიტიკასაც უპასუხა, რომლებიც სირიის კონფლიქტის გაჭიანურებაში მის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კონფლიქტის დასასრულებლად სირიაში შეჭრა იყო საჭირო. ობამამ აღნიშნა, რომ სამხედრო ინტერვენციას არ იყო გამოსავალი, რადგან ვაშინგტონს სირიის ოკუპაცია არ სურდა.

დღის ამბები