07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სირიის კონფლიქტში ალიანსის ჩარევა ვითარების კიდევ უფრო ესკალაციას გამოიწვევდა

ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ სირიის კონფლიქტში ალიანსის ჩარევა ვითარების კიდევ უფრო ესკალაციას გამოიწვევდა. განცხადება ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გერმანული გამოცემა ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სტოლტენბერგის შეფასებით, სირია საშინელ ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის, თუმცა ალიანსის სამხედრო ძალების გამოყენება კონფლიქტის რეგიონულ დონეზე გაღრმავებისა და კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვის საფრთხეს ქმნის.

ინტერვიუს დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ალიანს ახალი ცივი ომი არ სურს, თუმცა სტოლტენბერგი მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას მიესალმა.

დღის ამბები