07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
სახელმწიფოს რეაგირება ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებზე

ქართულ-ამერიკული ქარტიის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, განათლების, სპორტის, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება.

"ორი მიმართულება, განათლება და ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობა, იქნება ერთ-ერთი საკითხი დღევანდელი შეხვედრის. ვიმსჯელებთ ხელმოწერილი მემორანდუმის იმპლემენტაციის საკითხებზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული კომუნიკაციებია შეხვედრის მთავრი მიმართულება, რომერლიც ჩვენი მთავრობის პრიორიტეტული საკითხია. თუ როგორია შიდაუწყებრივი კორდინაცია  და ასევე, რა შეუძლია აშშ-ს გააკეთოს, იმისთვის რომ უფრო ეფექტური გახდეს,“ - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, პეტრე კანკავას, განცხადებით, იგეგმება კონფლიქტით დაზარალებული ხალხის საკითხების განხილვა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა მიმართულებით ეს იქნება განათლება, კულტურა, ხალხთაშორის დიალოგის გაძლიერება. იმედია, შევჯერდებით ამ პროექტების განხორციელებაზე," - განაცხადა პაატა კანკავამ.

სტრატეგიული ქარტია მოიცავს 4 ჯგუფს: დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობა. 

დღის ამბები