07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
რუს დიპლომატზე თავდასხმა - მოსკოვი ანკარაში საგამოძიებო ჯგუფს აგზავნის

მოსკოვი ანკარაში საგამოძიებო ჯგუფს აგზავნის. დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ შეხვედრა. ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ელჩს საგამოფენო დარბაზში ცეცხლი 22 წლის პოლიციელმა გაუხსნა. ვრცელდება თავდასხმის ამსახველი კადრებიც.

თურქეთის ხელისუფლებამ თავდასხმის ორგანიზებაში ფეტულა გიულენის მოძრაობა დაასახელა. თუმცა, ამერიკაში მცხოვრებმა სასრულიერი პირმა რუსეთის ელჩის მკვლელობასთან კავშირი უარყო და დიპლომატის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. მკვლელობის შემდეგ თურქმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის და და დედა დააკავეს.

ელჩის მკვლელობიდან რამდენიმე საათში, თურქეთის პრეზიდენტი ტელეფონით ელაპარაკა თავის რუს კოლეგას. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც და ვლადიმერ პუტინმაც მომხდარი პროვოკაციად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მიზანი თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება იყო. 

 

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე. 

დღის ამბები