07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
ტერაქტი ბერლინში - სამართალდამცველები ამ დრომდე სწავლობენ სატვირთო ავტომობილს

ბერლინში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. ტერაქტი ქალაქის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, დაიღუპა 12 ადამიანი, 50-მდე დაშავდა.

მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა. ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა.

სამართალდამცველები ამ დრომდე სწავლობენ სატვირთო ავტომობილს, რომელიც გუშინ საღამოს საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და ხალხს გადაუარა. გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ საქმე განრაზ დანაშაულს ეხება და მძღოლი გამიზნულად მოქმედებდა.

 

ავტორი: თეა თეთრაშვილი. 

დღის ამბები