07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
აშშ-მა და ირანმა თურქეთის დიდ ქალაქებში დიპლომატიური მისიები დროებით დახურეს

მოსკოვი ანკარაში საგამოძიებო ჯგუფს აგზავნის. დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ შეხვედრა. პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების გაფუჭებას - ასეთია შეფასება ორივე ქვეყნის პირველი პირისგან თავდასხმაზე, რომელსაც თურქეთში რუსეთის ელჩი ემსხვერპლა.

ვეტერან რუს დიპლომატს ანდრეი კარლოვს 22 წლის თურქმა პოლიციელმა ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ფოტო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ესროლა. დარბაზში იმ დროს მიწვეული სტუმრები. თავდამსხმელმა ალაჰის სადიდებელი შეძახილის ფონზე რუს დიპლომატს ზურგში ესროლა, შემდეგ თურქულ და არაბულ ენებზე დაიყვირა, რომ ალეპოს უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობისთვის იძია შური.

ელჩის მკვლელობის საქმეზე 6 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან თავდამსხმელის მშობლები, მისი და, ორი ნათესავი და მეგობარიც, რომელთან ერთადაც ანკარაში ცხოვრობდა.

თურქეთის ხელისუფლებამ დიპლომატზე თავდასხმის ორგანიზებაში ფეტჰულა გიულენის მოძრაობა დაადანაშაულა, თუმცა ამერიკაში მცხოვრებმა სასულიერი პირმა მკვლელობასთან კავშირი უარყო და თურქ სამართალდამცველებს მომხდარის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდა.

ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობას გამოეხმაურა საერთაშორისო გაერთიანება. შეერთებულმა შტატებმა თურქეთს გამოძიებაში დახმარება შესთავაზა. გაეროს გენერალურმა მდივანმა კი მომხდარს ტერაქტი უწოდა.

რუსი დიპლომატის მკვლელობიდან რამდენიმე საათში ანკარაში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს შეერთებული შტატების საელჩოსთან. მან დიპლომატიური მისიის შენობასთან 8-ჯერ გაისროლა, თუმცა არავინ დაშავებულა.

დიპლომატის მკვლელობის გამო შეერთებულმა შტატებმა და ირანმა თურქეთის დიდ ქალაქებში დიპლომატიური მისიები დროებით დახურეს. ანკარაში რუსეთის საელჩოს პოლიციის დამატებითი ჯგუფები იცავენ.

დილიდან დიპლომატიური მისია სამძიმრის წერილებსა და გვირგვინებს იღებს. უკვე ანკარაში იმყოფება რუსი გამომძიებლების ჯგუფი. ელჩის მკვლელობას ისინი თურქ კოლეგებთან ერთად გამოიძიებენ.


ავტორები:თამარ ჭავჭავაძე, მალხაზ მაგრელიშვილი

დღის ამბები