07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილმა თურქ ხალხს თანადგომა გამოუცხადა

საქართველოს პრემიერმინისტრმა თურქ ხალს და მთავრობას ქართველი ხალხის სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა სტამბოლში ტერაქტის დროს დაღუპულებს პატივი მიაგო.

თურქ კოლეგასთან, ბინალი ილდირიმთან, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. მხარეებმა „ევრაზიის გვირაბის“ პროექტის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ევრაზიის გვირაბის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე. თურქეთისა და საქართველოს მიზანი გახლავთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ახალი აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მის განვითარებაში,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ახლადგახსნილი გვირაბით ევროპიდან აზიაში პირველად თურქეთის პრეზიდენტი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი და ცერემონიაზე მიწვეული სტუმრები გადავიდნენ.

გვირაბის ყველაზე ღრმა ადგილას თურქეთის პრეზიდენტმა სამახსოვრო დაფა გახსნა. 

დღის ამბები