07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
ანკარაში მოკლული რუსეთის ელჩი ხიმკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ანკარაში მოკლული რუსეთის ელჩი დღეს, მოსკოვის გარეუბანში, ხიმკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, მოგვიანებით კი, დიპლომატი მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც რუსეთის პატრიარქმა მისი ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდი გადაიხადა.

ცერემონიას დაესწრო ვლადიმერ პუტინი და ანდრეი კარლოვის ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა. რუსეთის ელჩი თურქეთში ანკარაში საგამოფენო დარბაზში 22 წლის პოლიციელმა მოკლა. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მკვლელი ფეტულა გიულენის მოძრაობის წევრი იყო.

 

დღის ამბები