07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
თურქეთის პრემიერმინისტრმა ანკარაში მოკლულ რუსი დიპლომატის ხსოვნას პატივი მიაგო

ანკარაში მოკლულ რუსი დიპლომატის ანდრეი კარლოვის ხსოვნას პატივი თურქეთის პრემიერ მინისტრმა მიაგო. რუსეთის საელჩოში მისულმა ბინალი ილდირიმმა პირობა დადო, რომ თავდასხმის ორგანიზატორები აუცილებლად აგებენ პასუხს ჩადენილის გამო.

ანდრეი კარლოვი მოსკოვში გუშინ დაკრძალეს.

მაცხოვრის საკათედრო ტაძარში პანაშვიდს ვლადიმერ პუტინიც დაესწრო. რუსეთის ელჩი ანკარის საგამოფენო დარბაზში 22 წლის პოლიციელმა მოკლა.

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მკვლელი ფეთჰულა გიულენის მოძრაობის წევრი იყო.

დღის ამბები