07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
კლინიკური სიკვდილი - მოსკოვის ყოფილი მერი ლუჟკოვი საავადმყოფოში მოათავსეს

მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი ჰოსპიტალიზირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ 80 წლის ლუჟკოვი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მას კლინიკური სიკვდილი დაემართა.

ტელეკომოანია Life-ის ინფორმაციით ლუჟკოვი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ამ დროისთვის ის რეანიმაციაში იმყოფება და მისი სიცოცხლის გადარჩენაზე ექიმები ზრუნავენ. იგი უკვე გამოიყვანეს კლინიკური სიკვდილის მდგომარეობიდან.

ინფორმაციას ლუჟკოვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ მისი გარემოცვის ნაწილი არ ადასტურებს.

 

დღის ამბები