03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
მარტოხელა მშობლების სტატუსი შესაძლოა კანონით განისაზღვროს

დღეს 6 ოქტომბერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მარტოხელა მშობლების სამართლებრივი სტატუსის საკითხს განიხილავს. შესაძლოა კანონმდებლობით ზუსტად განისაზღვროს მარტოხელა მშობლების სამართლებრივი სტატუსი.

ცვლილებები „სამოქალაქო კოდექსს“ შეეხება. პროექტის მიხედვით, მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი. თუმცა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ უნდა იყოს შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ. ასევე მარტოხელა დედად ჩაითვლება პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და დედა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში. მარტოხელა მამა კი არის პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მამა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში. საკანონმდებლო პროექტი ასევე ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების პირობებს.

პროექტი მომზადებულია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ მიერ. პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობელს მიკუთვნებული პირების სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა თაობაზე მონაცემების წარმოების წესი იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება. 

დღის ამბები