03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
უბნის ინსპექტორები ოჯახური ძალადობის საკითხებზე ტრენინგს გაივლიან

ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლიან უბნის ინსპექტორები. ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრს ეკუთვნის.

ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლებისთვის ტარდება. კურსს საქართველოს თითოეული რეგიონისა და დედაქალაქის საპოლიციო დანაყოფებიდან ორ-ორი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გაივლის. მისი დასრულების შემდეგ პოლიციელებს ძალადობის შემთხვევების ზედამხედველობა, სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და საერთო ანალიზი დაევალებათ. მათ მუშაობას კი კოორდინაციას გაუწევს ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტური რეაგირების კომისია.

გადამზადების კურსს შსს-ს აკადემიის პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ასევე ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მართავენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები