07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
ახალი წლის დადგომა უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იზეიმეს

ამ წუთებში ახალი წლის დადგომას აღნიშნავენ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, პაპუა ახალ გვინეასა და ავსტრალიის კვინსლენდის შტატში.

ავსტრალიის ძირითადი ნაწილის მოსახლეობამ კი 2017 წლის დადგომა ერთი საათის წინ იზეიმა. მთავარი ღონისძიება სიდნეიში გაიმართა.

ოპერის სახლთან შვიდი ტონა ფოიერვერკი გაუშვეს. სანახაობა 13 წუთს გაგრძელდა და მას მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ორგანიზატორების განცხადებით, საახალწლო შოუზე 7 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

სიდნეისთან ერთად ახალ წელს შეხვდნენ მელბურნსა და კანბერაში. ასევე ვანუატუს კუნძულზე, მიკრონეზიასა და სოლომონის კუნძულებზე. 

დღის ამბები