07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
39 დაღუპული და 70-მდე დაჭრილი - ტერაქტი სტამბოლის ღამის კლუბში

39 დაღუპული და 70-მდე დაჭრილი - ასეთია სტამბოლში ახალი წლის ღამეს მომხდარი ტერაქტის ბოლო მომაცემები. შეიარაღებულმა პირმა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა. გარდაცვლილთა შორის 20-მდე უცნო ქვეყნის მოქალაქეა - ლიბანიდან, იორდანიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, ბელგიიდან, ტუნისიდან და საუდის არაბეთიდან. სამართალდამცველები თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებენ. თურქი ხალხი კი მილოცვების ნაცვლად მთელი მსოფლიოსგან კვლავ სამძიმარს იღებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ყველა გავრცელებული ცნობის გადამოწმება ხდება და დეტალებს ადგენენ.

"ამ დროის ინფორმაციით, ადგილზე ერთი შეიარაღებული პირი მოქმედებდა და არა რამდენიმე. ასევე რამდენადაც დავადგინეთ, კლუბში ყოფნის დროს მან ტანსაცმელი გამოიცვალა. ცვდილობთ, ყველა გავრცელებული ცნობა გადავამოწმოთ,"-განაცხადა სულეიმან სოილუმ.

მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის პრემიერმინისტრიც. ბინალი ილდირიმის თქმით დამანშავეების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება და ქვეყანას ტერორით ვერ დააშინებენ.

"დამნაშავემ იარაღი შემთხვევის ადგილზე დატოვა, ქაოსით ისარგებლა და მიიმალა. ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. პოლიცია და დასაზვერვო სამსახურები კოორდინირებულად მოქმედებენ, რომ კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ. ტერორით ვერ დაგვაშინებენ. გავაგრძელებთ ბრძოლას დამნაშავეების წინააღმდეგ. ვიდრე ხალხი ჩვენს გვერდით დგას და სოლიდარობას გვიცხადებს, არაფერია ისეთი, რასაც ვერ გადავლახავთ,"- განაცხადა ბინალი ილდირიმი თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები