07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
პირველი კადრები სტამბოლის ღამის კლუბიდან, სადაც სავარაუდო თავდამსხმელი ჩანს

სოციალური ქსელებით უკვე ვრცელდება სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტში მონაწილე პირის სავარაუდო კადრები, რომელიც სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ იხდის სანტა კლაუსის ფორმას უცნობი პირი. ინფორმაციას telegraph-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია ტერაქტის დროს კლუბში 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თავდამხმელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ზოგი ვერსიით ტერაქტში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

თვითმხილველების ნაწილი აცხადებს, რომ თავდამსხმელები არაბულ ენაზე საუბრობდნენ.

 

 

დღის ამბები