07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
სტამბოლის სისხლიანი ახალი წელი - ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტს 39 ადამიანი ემსხვერპლა

ახალი წლის ღამე სტამბოლისთვის მორიგ ტრაგედიად იქცა. შეიარაღებულმა პირმა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 39 ადამიანი, 70-მდე კი დაჭრილია. გარდაცვლილთა შორის 20-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველები თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებენ.

უკვე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც სტამბოლში მომხდარი თავდასხმის პირველ წუთებს ასახავს. უსაფრთხოების კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ შეიარაღებული პირი სროლას ქუჩაში იწყებს, შემდეგ კი ღამის კლუბში იჭრება.

საზარელი თავდასხმა ახალი წლის დადგომიდან ერთ საათში მოხდა. ტერორისტმა სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღამის კლუბის წინ ჯერ დაცვის სამსახურის თანამშრომელი და სამართალდამცველი მოკლა, შემდეგ ცეცხლი შენობაში მყოფებს გაუხსნა, საბოლოოდ კი მიიმალა.

ამ დროისთვის მხოლოდ 21 დაღუპულის ვინაობაა დადგენილი.

ავტორი:ნინო დვალიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები