07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
მსოფლიო 2017 წელს გრანდიოზული ფოიერვერკებით შეხვდა

მსოფლიომ 2017 წლის დადგომა იზეიმა. მეგაპოლისებმა მილიონობით მაყურებელს შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს. ევროპის ქალაქებში, რიო დეჟანეიროსა და დუბაიში ღირსშესანიშნავი ადგილები ფოიერვერკებმა გაანათეს.

საუკუნოვან ტრადიციას ნიუ-იორკმა არც წელს უღალატა, ტაიმ სკვერზე საზეიმო ცერემონიის კულმინაცია, ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ბროლის ბურთის დაშვება გახდა. წელს ღილაკზე თითის დაჭერის პატივი გაეროს უკვე ყოფილ გენერალურ მდივანს პან გი მუნს ერგო, რომელსაც უფლებამოსილების ვადა სწორედ ღამის 12:00 საათზე ამოეწურა.

საახალწლო კონცერტითა და ფოერვერკების შოუთი აღნიშნეს 2017 წლის დადგომა გერმანიის დედაქალაქშიც. ორი კვირის წინ საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის მიუხედავად, ახალ წელს ქუჩაში უამრავი ადამიანი შეხვდა. ფოიერვერკები ბერლინში ბრანდენბურგის კარიბჭის მიმდებარე შენობებიდან გაუშვეს.

ავტორი: ნინო დვალიშვილი.

დღის ამბები