07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
მაკკეინის ვიზიტი კიევში და აშშ-ს გზავნილი უკრაინას

ვაშინგტონის მთავარი გზავნილი ჯონ მაკკეინმა ოფიციალურ კიევსაც გააცნო. შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში სწორედ კიევიდან ჩამოვიდა. მაკკეინმა უკრაინის ოფიციალური პირები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ამერიკა რუსთის აგრესიის წინააღმდეგ პოლიტიკას არ ცვლის.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების აუცილებლობაშიც დარწმუნებულია. მაკკეინის თქმით, ობამას ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არასაკმარისი ზომაა და შეერთებული შტატები ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს - ამის შესახებ განცხადებები მან კიევში გააკეთა.

თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ფორმირების ფონზე, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ევროპული ტურნეს ეს მარშრუტი - ბალტიისპირეთი, უკრაინა, საქართველო, მასშტაბური მხარდაჭერის დემონსტრირებაა. ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონში კომპრომისებს არ დაუშვებს.

ავტორი: ნატა მახვილაძე. 

დღის ამბები