07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ISIS-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და თავდამსხმელი გმირ ჯარისკაცად მოიხსენია. მას თურქი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

სავარაუდოდ, თავდამსხმელი ყირგიზეთიდან ან უზბეკეთიდანაა. პარალელურად, გავრცელდა ცნობა, რომ დაკავებულია ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 8 ადამიანი.

თავდასხმა სტამბოლის ღამის კლუბში ახალი წლის ღამეს მოხდა. შენობაში, სადაც 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა, შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მოზეიმეებს ცეცხლი გაუხსნა.

დაიღუპა 39 ადამიანი, 69 კი დაიჭრა. გარდაცვლილებს შორის 27 უცხოელია.

დღის ამბები