07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
აფეთქება ერაყში - პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო პასუხისმგებლობა ერაყის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებაზეც. ბაღდადის ხალხმრავალ მოედანზე დანაღმული მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 32 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაიჭრა.

გარდაცვლილებს შორის 8 ქალია. ისინი მიკროავტობუსში ისხდნენ, რომელმაც აფეთქების დროს დანაღმულ მანქანას გვერდით ჩაუარა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ერაყში ეს უკვე მესამე აფეთქება იყო.

31 დეკემბერს ერაყში სამი აფეთქება მოხდა, რომელებსაც 29 ადამიანი ემსხვერპლა. გუშინ კი თავდასხმა ქალაქ ნაჯაფთან მოხდა, შედეგად 7 პოლიციელი დაიღუპა. 

დღის ამბები