07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ყაზახეთში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა

მსხვერპლი მოყვა საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ყაზახეთში. მრავალსართულიანი შენობა ერთ-ერთ დასახლებაში ჩამოინგრა.

მაშველებმა ნანგრევებში 9 გარდაცვლილი იპოვეს, მათ შორის ბავშვებიც. მოხერხდა 6 ადამიანის გადარჩენა, რომლებიც ნანგრევებიდან ცოცხლები გამოიყვანეს.

ორი დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, ნგრევის მიზეზი სარდაფში განთავსებული გათბობის ქვაბის აფეთქება გახდა.

დღის ამბები