07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ტრადიციული საახალწლო აღლუმი ლონდონში

ტრადიციული საახალწლო აღლუმი გაიმართა ლონდონშიც. საზეიმო კოსტიუმებში ჩაცმულმა ათასობით ადამიანმა მსვლელობა ქალაქის ცენტრში მდებარე მეტროს სადგურ გრინ პარკიდან დაიწყო.

მათ რეტრო ავტომობილებით და გიგანტური საჰაერო ბურთებით ბუკინგემის სასახლეს ჩაუარეს და მსვლელობა პარლამენტის მოედანთან დაასრულეს.

საზეიმო აღლუმი ახალი წლის დღეებში ლონდონშიც ყოველწლიურად იმართება.

დღის ამბები