07 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
სანქციები ერთადერთია, რითაც შეგვიძლია ნაძირალა ვლადიმერ პუტინს გავაგებინოთ, რომ გაჩერდეს - ჯონ მაკკეინი

სანქციები არის ერთადერთი, რამ რითიც შეგვიძლია ნაძირალა ვლადიმერ პუტინს გავაგებინოთ, რომ გაჩერდეს - ეს განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინმა გააკეთა.

მან რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისას, რუსეთმა ამერიკაზე კიბერთავდასხმა განახორციელა.

მაკკეინის თქმით, ეს იყო შეტევა შეერთებული შტატების წინააღმდე, სწორედ ამიტომ ამერიკელი სენატორი ამბობს, რომ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები მხარს დაუჭერენ რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ფინანსური სანქციების დაწესებას.

„უდაოდ რუსეთმა განახორციელა კიბერ თავდასხმა ჩვენს არჩევნებზე. მაგრამ, არ გვჯერა იმის, რომ დააზარალეს ჩვენი არჩევნები, თუმცა ეს იყო შეტევა შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ორივე პარტია კონგრესში მხარს დავუჭერთ სანქციების გაფართოებას. მათ შორის ფინანსურს, სხვადასხვა ორგანიზაციების წინააღმდეგ, ეს უნდა გავაკეთოთ. ეს არის ერთადერთი რამ, რითიც შეგვიძლია ნაძირალა ვლადიმერ პუტინს გავაგებინოთ, რომ გაჩერდეს,“ - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, რომ შეერთებული შტატები რუსეთს უახლოეს პერიოდში ახალ სანქციებს დაუწესებს. მისივე თქმით, საქმე ეხება როგორც შეერთებულ შტატებში განხორციელებულ კიბერთავდასხმებს, ასევე მსოფლიოში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობას.

„როდესაც დავბრუნდებით ვეტყვით ჩვენს კოლეგებს, რომ რუსეთი კარგს არაფერს აკეთებს. ისინი რეგულარულად ძირს უთხრიან ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თქვენ კი ყოველდღიურად რუსეთის მუქარის ქვეშ გიხდებათ ცხოვრება. ასე რომ, ორივე პარტია, დემოკრატიულიც და რესპუბლიკურიც რამდენიმე კვირაში ერთობლივ ძალისხმევას წამოვიწყებთ. დავუწესებთ ახალ სანქციებს რუსეთს საარჩევნო პერიოდში განხორციელებული კიბერთავდასხმისთვის და მთელს მსოფლიოში დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობისთვის,“ - აცხადებს ლინდსი გრემი.

ავტორი: ნათია გოგსაძე

დღის ამბები