07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
საქართველო ნატოს სამიტზე მიწვეული არ არის - თავდაცვის მინისტრი განმარტებებს აკეთებს

საქართველო ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. თავდაცვის მინისტრმა დღეს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის გარეშე ჩაივლის.

ლევან იზორიას განმარტებით, საქართველო ამ სამიტზე მიწვეული არ არის.

„ჩვენ ვგეგმავთ თებერვალში ნატო-საქართველოს კომისიის ჩატარებას. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ეს შეხვედრა შედგება. იქნება ამ საკითხზე მსჯელობა, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. ასე რომ, ყველაფერი თანმიმდევრულად ხდება და მინდა ხაზგასმით ვთქვა, ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით ხდება. ეს ხომ არ შეიძლება იყოს მხოლოდ ცალმხრივი სურვილი და ახირება, არამედ უნდა იყოს დაგეგმილი, თანმიმდევრულად შეჯერებული და ყველა ამ ეტაპის გავლის შემდეგ, მოხდება სერიოზულად საკითხების დასმა და განხილვა,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები