07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
სტამბოლის ღამის კლუბში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ

სტამბოლში სამართალდამცველებმა ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე სახლი გაჩხრიკეს და 12 ადამიანი დააკავეს, თუმცა მათ შორის მთავარი ეჭვმიტანილი არ არის. სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელის ახალი ფოტოები გაავრცელეს და აცხადებენ, რომ უკვე აქვთ მისი თითის ანაბეჭდები, რაც გამოძიებას ვინაობის სწრაფად დადგენაში დაეხმარება.

რეიდები სტამბოლის იმ რაიონში ჩატარდა, საიდანაც თავდამსხმელი ტაქსით ღამის კლუბში მივიდა. თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები