07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
სირიის ოპოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკების ბოიკოტირებით იმუქრება

სირიის ოპოზიცია ასტანაში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკების ბოიკოტირებით იმუქრება. ამბოხებულები აცხადებენ, რომ შეხვედრის მომზადებაში მონაწილეობას წყვეტენ. მიზეზად სამთავრობო ძალების მიერ ზავის დარღვევას ასახელებენ. მათი თქმით სირიის არმიამ რამდენჯერმე მიიტანა სარაკეტო იერიშები ჰომსის პროვინციაში, ოპოზიციის მიერ კონტროლირებად დასახლებებზე.

სირიელმა აქტივისტებმა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელეს. ზავი, რომელიც სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციურ დაჯგუფებებს შორის თურქეთისა და რუსეთის შუამავლობით დაიდო, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებასაც გულისხმობს.

რუსეთის ინიციატივით მოლაპარაკებები ასტანაში იანვრის ბოლოს უნდა გაიმართოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები