07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას ტაილანდში 25 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ტაილანდში 25 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში მოხდა.

ბანკოკთან დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზის მეორე მხარეს გადავიდა და მანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ორივე მანქანას ცეცხლი მოედო.

მაშველების განცხადებით, გარდაცვლილებს შორის რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვია. ორი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები