07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს. შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი სოციალური ქსელით კიმ ჩენ ინის განცხადებას გამოეხმაურა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა საახალწლო მიმართვის დროს აღნიშნა, რომ ფხენიანი ბირთვული პროგრამის განვითარებას განაგრძობს და უახლოეს მომავალში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას აპირებს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს არ მოხდება და ჩინეთის ხელისუფლება გააკრიტიკა. დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ფხენიანის საკითხის მოგვარების პროცესში ოფიციალური პეკინი მონაწილეობაზე უარს ამბობს.


დღის ამბები