07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
ისრაელის პოლიციამ კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით პრემიერი დაკითხა

ისრაელის პოლიციამ კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერმინისტრი დაკითხა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამომძიებლებმა ჰკითხეს, იღებდა თუ არა ძვირადღირებულ საჩუქრებს ბიზნესმენებისგან.

პრემიერის დაკითხვა იერუსალიმის რეზიდენციაში სამ საათს გაგრძელდა. ისრაელის პროკურატურამ მოკვლევა ერთი თვის წინ დაიწყო.

მიზეზი გავრცელებული ცნობა გახდა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ებრაელი და უცხოელი ბიზნესმენებისგან ათასობით დოლარის ღირებულების საჩუქრებს იღებდა.

მას სახელმწიფო თანხის გაფლანგვაშიც ადანაშაულებენ. საუბარია 127 ათას დოლარზე, რომელიც ნეთანიაჰუმ სავარაუდოდ ბრიტანეთში გასამგზავრებლად დახარჯა.

დღის ამბები