07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
ახალი წლის დადგომა კალიფორნიაში ტრადიციული ვარდების აღლუმით აღნიშნეს

ახალი წლის დადგომა კალიფორნიაში ტრადიციული ვარდების აღლუმით აღნიშნეს. კოსტიუმირებული მსვლელობა ქალაქ პასადენაში გაიმართა.

აღლუმის მონაწილეებმა შტატის სხვადასხვა ქალაქიდან წარმატების  თემაზე შექმნილი ინსტალაციები წარადგინეს. ყველაზე მასშტაბური ლოს-ანჯელესის ინსტალაცია იყო, რომელმაც 2024 წელს ოლიმპიადის ჩატარების უფლება მოიპოვა.

ვარდების აღლუმი პასადენაში წელს უკვე 128-დ ჩატარდა. ტერაქტების საფრთხის გამო მსვლელობა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე გაიმართა. მოსახლეობის უსაფრთხოებას ქალაქში შეიარაღებული ძალოვანები იცავდნენ.


დღის ამბები